პროექტები

                     რისგან აშენებენ სახლებს (პროექტი)
გაკვეთილის თემა:    რისგან აშენებენ სახლებს?
სწავლების საფეხური  დაწყებითი, პირველი კლასი, ბუნება (35 წუთიანიგაკვეთილი)
მოსწავლეთა რაოდენობა -27
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები  მოსწავლეებმა გაიაზრონ, რაგანსხვავებაა სხვადასხვა მასალისგან აგებულ სახლებს შორის;ხელი შეეწყოსმოსწავლეებში დაკვირვებისა და მხედველობითი მეხსიერების უნარისგანვითარება;ხელი შეეწყოს მოსწავლეებში სხვადასხვა შემეცნებითი უნარისგანვითარებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით: –
I.3 მოსწავლე პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს, სახელებს დააღწერს მათ;ილუსტრაციებზე ამოიცნობს ბუნებრივ და ხელოვნურ საგნებს;
I.9 უზიარებს თანაკლასელებს თავის დამოკიდებულებებს და ახასიათებს მათმისთვის გამორჩეული ნიშანთვისებებით.
თანმიმდევრობა:
21ოქტომბერი
1.    უპირველესად მოსწავლეებს ვუყვები სამი გოჭის ზღაპარს და ვაჩვენებინტერნეტით მოძიებულ მასალებს. ამის შემდეგ მოსწავლეებიგადაშლიან სახელმძღვანელოებს იმ გვერდძე, სადაც სამი გოჭი დამათი სახლებია დახატული . მათ ინდივიდუალურად უნდაამოიცნონ, რომელი სახლი რომელ გოჭს ეკუთვნის და ხაზებითდაუკავშირონ.
2.    ნახულობენ ფილმს „სამ გოჭი“
3.    ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეები ამზადებენ სახლებს (ჩალის და ხის)
შემდეგ ვაჯგუფებ მოსწავლეებს ორად და მათივე ნამუშევრებიდანგამომდინარე ვეკითხები:
ჩალის სახლი რომელია? (მათ უნდა მაჩვენონ შესაბამისი ნახატი)
ხის სახლი რომელია? აგურის?
რომელი სახლი რომელ გოჭს ეკუთვნის?
თქვენი აზრით, რა საფრთხე ემუქრება ჩალის სახლს? ხის სახლს?
თქვენ რომელ სახლში ისურვებდით ცხოვრებას?
25 ოქტომბერი
4. ამის შემდგომ მოსწავლეების ყურადღებას მივმართავ სახელმძღვანელოშიმოცემულ ნახატზე, რომელზეც ჩანს, რომ ჩვენი პერსონაჟი დიმიტრი ფიცრებსაჭედებს. მოსწავლეებს ვეკითხები როგორ ფიქრობთ, ვის უშენებს დიმიტრისახლს? მათ ეს რომ დაადგინონ, საჭიროა შეასრულონ დავალება: მოცემულიწერტილები შეაერთონ ხაზებით (მუშაობა მიმდინერეობს ინდივიდუალურად)
სამუშაოს დასრულების შემდეგ ვეკითხები:
რისგან აუშენა დიმიტრიმ სახლი თავის ძაღლს?
როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდება ძაღლს თავშესაფარი?
კიდევ რომელ ცხოველებს უშენებან ადამიანები თავშესაფარს? (10 წთ.)
5. წუთშესვენება (1 წთ.)
6. მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოზე. მათ უნდა იმუშაონწყვილებში, თითოეულმა წყვილმა უნდა დაასრულოს სახელმძღვანელოშიმოცემული ნახატი და გააფერადონ.
7. ხელოვნების გაკვეთილზე აფერდებენ ჩალი, ხის და აგურის სახლებს და კიდევ ერთხელ იხსენებენ ზღაპარს
(12 წთ.)
25ოქტომბერი
8. შემდეგ ვათამაშებ მოსწავლეებს მხედველობითი მეხსიერების გავარჯიშებისმიზნით: მოსწავლეები კარგად უნდა დააკვირდნენ ნახატს, რომელზეც მათიმუშავეს და დახურონ სახელმძღვანელოები და უპასუხონ ჩემ მიერ დასმულშეკითხვებს:
რამდენი სახლი იყო ნახატზე?
რომელ სახლს ჰქონდა საკვამური მარჯვენას თუ მარცხენას?
რა იჯდა ღობეზე?
რამდენი ხე იდგა ეზოში?
რამდენი ვაშლი იყო ხეზე? (6 წთ.)
            30 ოქტომბერი
9.  რისგან აშენებენ აგურის სახლებს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მათ  უნდა გამოკითხონ ოჯახის წევრები, გაარკვიონ საკუთარი საცხოვრებელი სახლების ისტორია. გამოდის თვითოეული  მოსწავლე, თავის თანაკლასელებს აცნობს თავის სახლს  და ყვება სახლის ისტორიას.
10.ვაჩვენევ ფილმს მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“, სადაც კარგად ჩანს აგურის გამოყენებით სახლის აშენება და  სამშენებლოდ  აუცილებელი მასალა.
11. მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. მათ უნდა შეადარონსახელმძღვანელოში მოცემული ორი მსგავსი ნახატი სახლები სოფლისეზოში; დააკვირდნენ და აღმოაჩინონ , რა და რამდენი განსხვავებაა მათშორის. გაიმარჯვებს ის ჯგუფი, ვინც მეტ განსხვავებას აღმოაჩენს.გამარჯვებული ჯგუფის წევრებს ჩავუკრავ სტიკერებს (19 წთ.)
12. წუთშესვენება(1 წთ)
13.მოსწავლეებს ვაცნობ ახალ თანამედროვე სამშენებლო მასალას (მინას).
ვაჩვენებ: მინის სახლების სურათებს, მინის სახლის მაკეტს, საქართველოში აშენებულ ყველა მინის შენობას.
14. მოსწავლეებს ჩვენებინტერნეტით მოძიებულ მასალებს სლაიდების სახით, სადაც მოცემულიასხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების სახლები და ამით მოვახდენ გაკვეთილის შეჯამებას
შეფასება:
შეფასებას ვახდენ კომენტარებით ყოჩაღ, კარგი გოგო (ბიჭი) ხარ, ძალიანკარგია... და საუკეთესო მოსწავლეებს სტიკერებს ვუკრავ.
საკლსაო მენეჯმენტი, რესურსები კომპიუტერი, პროექტორი,სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები;სახლის მაკეტები
ინფორმაციის წყარო: I კლასის ბუნების სახელმძღვანელო და ინტერნეტი

პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გორაშვილი

No comments:

Post a Comment