ანგარიშები

სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის
1კლასის დამრიგებლის ხათუნა გორაშვილის
2016-2017სასწავლო წლის
                     წ   ლ  ი  უ  რ  ი        ა  ნ   გ  ა  რ  ი  შ  ი

      2016-2017 სასწავლო წელს მივიღე პირველი კლასი. სადაც სიით ირიცხებოდა 25 მოსწავლე (18 ბიჭიდა 7 გოგონა) I სემესტრის დასაწყისში 2 მოსწავლე გადმოვიდა სხვა სკოლიდან. IIსემესტრში 1 მოსწავლე გადმოვიდა და  2 მოსწავლე გადავიდა ამჟამად კლასში სიით ირიცხება 26  მოსწავლე (17 ბიჭი და 9 გოგო).  სოციალურად დაუცველია 2.დევნილია 1
            



სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.სასწავლო წლის დასაწყისში ჩავატარე მშობელთა კრება და გავაცანი შინაგანაწესი. ავუხსენი მათ, რომ ეს წესები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.        ასევე გავაცანი სასწავლო გეგმა   და მოსწავლის ქცევის წესები. მშობლებს შევავსებინე კითხვარი,რათა უკეთ გამეცნო მოსწავლეები და მათი ოჯახური მდგომარეობა. ავირჩიეთ მშობელთა კომიტეტი,სკოლის დირექციასთან გავაფორმეთ ბუკებისა და წიგნების ხელშეკრულებები.მშობლებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი საშუალებაა ბავშვის ღზრდის საქმეში,ამიტომ დავგეგმეთ ხშირი შეხვედრები,ექსკურსიები,რაც აახლოვებს ,ამეგობრებს როგორც უფროსებს ,ასევე პატარებსაც.
        ჩემი მუშაობა ემყარებოდა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართული იყო მოსწავლეების გონებრივი, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.კერძოდ: 1) სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება; 2) მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა; 3) სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის (სამართლიანობა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი) ჩამოყალიბება; 4) პიროვნული და მორალური განვითარება.
            6 წლის ასაკი სწორედ ის ხანაა ,როდესაც ბავშვი გარდამავალ მდგომარეობაში იმყოფება. პირველ კლასელისათვის სკოლა არის სრულიად სხვა გარემო,რომელსაც უნდა შეეგუოს.  საჭიროა თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრაცია. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი. ამიტომ ვცდილობდი შემექმნა კლასში მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლე  იგრძნობდა მასწავლებლისა და თანაკლასელების მხარდაჭერას. ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი ერთმანეთისაგან  ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამიტომ ვცდილობდი მათში ძლიერი მხარეების აღმოჩენას და მისი გამოვლენისათვის საჭირო პირობების შექმნას.
         ვცდილობდი მოსწავლეებს გაეთავისებინათ ცნებათანაკლასელი, რათა თავიდანვე ამეცილებინა ურთიერთობისას კონფლიქტები. ხშირად ვუმეორებდი: ,,მოექეცი  ისე  სხვას, როგორც შენ   გინდამოგექცნენ’’.  ვატარებდი საუბრებს დისკუსიის ფორმატით, იმიტირებული თამაშებით.         მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე ქცევის წესები და გამოვაკარი თვალსაჩინო ადგილას. გავმართე დისკუსია, თუ რატომ   არის საჭირო ამ წესების დაცვა. შევადგინე მორიგეობის სია, რითაც მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებას.   ბავშვები  გაითავისებენ, რომ სკოლა მათი საკუთრებაა
            სწავლის ხარისხი სგაუმჯობესების მიზნით პერიოდულად ვესწრებოდი ინგლისური ენის გაკვეთილებს და ვაანალიზებდი. თვის ბოლოსყველა მოსწავლეზე, მასწავლებელთან ერთად ვაკეთებდი კომენტარს. ვხვდებოდი მშობლებს ინდივიდუალურად და განვიხილავდი მათი შვილების აკადემიურ მოსწრებასა და ყოფაქცევის საკითხებს.    ამით ხელ სვუწყობდი თითოეული მშობლი სსასწავლო პროცესში ჩართვას.  მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იყო შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ. ვაცნობდი მათ, თუ რას ვგეგმავდი სემესტრის ან წლის განმავლობაში; რა ცოდნას მიიღებდა მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს სასწავლო წლის განმავლობაში. მშობელთან ერთად ვსახავდი პრობლემის გადაჭრის გზებს.
        ზოგადად, დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის სირთულე სწარმოადგენ სყურადღების კონცენტრირება.  ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს ჩემი კლასიც. მოსწავლეებსთამაზ ღვედაშვილს და ნიკოლოზ რამიშვილს უჭირთ ყურადღების მობილიზება. ეს რასაკვირველია აისახება სწავლაზეც. მათ შესწევთ  აქტივობების შესრულების უნარი, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვევაში გადაეზარდოთ, სჭირდებათ დიდი ძალისხმევა.
        სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში.მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარების მიზნით კვირაში ერთხელ ვატარებდი სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათი აყალიბებს და ქმნის მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პატივისცემის ატმოსფეროს. განვიხილავდი მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს. ვსაუბრობდით ეტიკეტზე,მოსწავლის უნარ-ჩვევებზე, ჰიგიენაზე და ა..      
     მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივები სმიზნით კითხვის საათზე ვუკითხავდი სხვადასხვა დიდაქტიკურ ზღაპრებს, ვსაუბრობდით მორალზე. ბავშვები ხალისით ხატავდნენ გმირებს და საუბრობდნენ მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე.
      1კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნისაკლასო და სასკოლო პროექტებსა და ღონისძიებებში. მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი დახმარებით სემესტრის მანძილზე მომზადდა სხვადასხვა ღონისძიებები:

1.16ოქტომბრს ჩავატარე ღია გაკვეთილი ქართულ ენაში ,,ანბანის შემობრძანება’’გაკვეთილის მიზანი იყო,, ი’’ და,, ა’’ ასო-ბგერის გაცნობა.





  2. 30 ოქტომბერს ბუნებაში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე:,,ხილი და ბოსტნეული’’,რომლის მიზანი იყო ხილის და ბოსტნეულის,როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტების მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის.



 3.   დეკემბრის თვეში ბუნებაში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე:,,ავადმყოფობის გავრცელების წყაროები’’ ჯანსაღი  ცხოვრების  წესის ჩამოყალიბების მიზნით.მოსწავლეებმა გაითავისეს,რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა.

4.იმისთვის,რომ ბავშვებმა სწორად აღიქვან ესა თუ ის მუსიკა,შეძლონ მუსიკის დაკავშირება ცხოვრებისეულ მოვლენებთან,ჩავატარე გაკვეთილი თემაზე:,,მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში’’.პატარებს მოვასმენინე რამოდენიმე კომპოზიცია,რის ფონზეც მათ დახატეს წარმოსახვიტი ნახატი ამ თემის ირგვლივ.


5.   სტუმრად მოზარდ-მაყურებელთა თეატრში.პატარებმა ნახეს სპექტაკლი ,,წითელქუდა’’,საიდანაც დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.მეორე დღეს კი შექმნეს ნახატები,სადაც გადმოსცეს მათთვის შთამბეჭდავი ეპიზოდები.
6.ბუნებაში ჩავატარე პროექტ-გაკვეთილი თემაზე:,,რისგან აშენებენ სახლებს.’’ამ გაკვეათილის მიზანი იყო:მოსწავლეებმა გაიაზრონ, რა განსხვავებაა სხვადასხვა მასალისგან აგებული სახლებს შორის.ეს კი ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში დაკვირვებისა და მხედველობითი მეხსიერების, აგრეთვე სხვადასხვა შემეცნებითი  უნარის განვითარებას;

7.ჩატარდა ი.გოგებასვილის იუბილესთან დაკავშირებითხელნაკეთი პატარა წიგნების კონკურსი.ამ კონკურსში ჩემმა მოსწავლემ გიორგი ზაკალაშვილმა მიიღო მონაწილეობა.თავისი ხელით შექმნა პატარა წიგნი,რომელიც გაიგზავნა  ი.გოგებაშვილის მუზეუმში.გიორგის წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელით.
8.სკოლაში ჩატარდა  შ.რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული.ბავშვებს მარტივად გადავეცი უკვდავი პოემის ,,ვეფხისტყაოსნის’’ შინაარსი..დავათვალიერებინე  სხვადასხვა დროის და გამომცემლობის წიგნები.ბავშვებმა შექმნეს სხვადასხვა ეპიზოდების შინაარსის გამომსახველი ნახატები  თავისი ფანტაზიის მიხედვით.


9.   27 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა სკოლის 50წლისთავისადმი მიზღვნილი იუბილე.სადაც ჩემმა პატარებმაც მიიღეს მონაწილეობა.მათ შეასრულეს სიმღერა ,,საქართველოს მომავალს’’.გარდა მოსწავლეებისა ამ ღონისძიებაში ჩემი კლასის მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. მაკა შუღლიაშვილი,რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო და საღამოს აფორმებდა მუსიკალურად და თეონა გოგრიჭიანი,რომელმაც თავისი საოცარი ფანტაზიით გააფორმა სკოლის სააქტო დარბაზი,შექმნა სკოლის მაკეტი.მათ დირექციისგან და ჩემგან  მადლობის სიგელები დაიმსახურეს.

10.   ჩატარდა გასვლითი საახალწლო ღონისძიება  გასართობ ცენტრში,საიდანაც ბავშვები დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.


          ჩემი კლასის მუშაობას 2016-2017 სასწ. წელის პირველ სემესტრში ვაფასებ დადებითდ.სემესტრის მანძილზე 1ა კლასის მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და ითვალისწინებდნენ ჩემ მითითებებს. ვიმედოვნებ  მოსწავლეებს შემდეგი  სემესტრი უფრო აქტიური, ნაყოფიერი , წარმატებული და ინოვაციურო იდეებით სავსე ექნებათ .


        საშობაო არდადეგების შემდეგ იანვრის თვეში მოვიწვიე მშობელთა კრება, სადაც მშობლებს გავაცანი მეორე სემესტრის სამუშაო საკითხები.
1.        განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადდა  მაშტაბური სასკოლო პროექტი სახელწოდებით:“ბავშვის თვალით დანახული მშვიდობა“,რაშიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ჩვენი სკოლა.ჩემმა პატარებმაც მიიღეს მონაწილეობა,შექმნეს შთამბეჭდავი და საინტერესო ნამუშევრები,რომლებმაც დაამშვენეს სკოლის კედლები.
   2. ასევე საინტერესო აღმოჩნდა 9აპრილისადმი მიძღვნილი რონისძიება : “გვახსოვდეს 9 აპრილი“, რომელიც განახორციელა 9გ კლასმა და მათმა დამრიგებელმა თეა ხმალაძემ.ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმაც.მათ მიიღეს გარკვეული ინფორმაცია 9 აპრილის შესახებ,გაიხსენეს ამ დღეს დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.



      3.      დედაენის დღესთან დაკაავშირებით გავიხსენეთ ი.გოგებაშვილი, ვისაუბრეთ მის შემოქმედებაზე, ბიოგრაფიაზე.ბავშვებმა თქვეს ლექსები დედაენაზე.დაწერეს თავისუფალი თემა:“რა მასწავლა დედაენამ?“.ჩავატარეთ კალიგრაფიის კონკურსი.   დავამზადეთ ი. გოგებაშვილის „საგანძური“-დან  მოთხრობები ხელნაკეთი წიგნების სახით, რომლის დამზადებაში ჩართულნი იყვნენ მშობლებიც, შემდეგ კი თითოეული მოთხრობა კლასის საათზე წარმოვადგინეთ „როლური თამაშის“ სახით, რამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა მოსწავლეებსაც და მშობლებსაც.
4.     20 აპრილს ვეწვიეთ ნ. დუმბაძის სახელობის თეატრს,  ვნახეთ სპექტაკლი „მაუგლი“. სადაც ბავშვებმა მიიღეს ზნეობრივი და ესთეტიური განვითარება.მეორე დეს ბავშვებმა შექმნეს ნახათები,სადაც გადმოსცეს მიღებული შთაბეჭდილებები.

5.         მარტის დასაწყისში ქალთა დღესთან დაკავშირებით დავამზადეთ მისალოცი ბარათები და ყვავილები მოსწავლეთა ოჯახების ქალთა წარმომადგენლებისათვის. ბავშვებმა დიდი ყურადღებით, სიყვარულითა და მონდომებით იმუშავეს ამგვარი საჩუქრების დამზდებაზე, რამაც განუვითარა შემოქმედებითი უნარი.
6.     რაიონული მაშტაბით გამოცხადებულ პროექტში :“დაზოგე ელექტრო ენერგია და წყალი“მონაწილეობა მიიღეს ჩემმა პატერებმაც. თავიანთი ფანტაზიით შექმნეს ნახატები ამ თემასთან დაკავშირებით.
7.     ბუნებაში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: „ექიმი და წამალი“.გაკვეთილზე სტუმრად მოვიწვიე სკოლის ექთანი,რომელმაც ძალიან საინტერესოდ  ისაუბრა ექიმის პროფესიასა და წამლის დანიშნულებაზე.ეს გაკვეთილი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და შთამბჭდავი აღმოჩნდა.



 8.    16 მაისს  დირექციის  ხელმძღვანელობით ჩატარდა წლიური შემოწმება შემდეგ საგნებში; ქართული, მათემატიკა, ბუნება.აქ მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ  ძლიერი და სუსტი  მოსწავლეები.ყველასთვის და განსაკუთრებით სუსტი მოსწავლეებისათვის  შევიმუშავეთ საზაფხულო დავალებები, მიეცათ მითითებები  მშობლებს, თუ  რა მიმართულებით  უნდა დაეხმარნენ შვილებს.
9.    20 მაისს მოვაწყეთ სასწავლო- თემატური ექსკურსია გორში, სადაც მოვინახულეთ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. ექსკურსიის მიზანი იყო, ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილის ცხოვრების ამსახველი კადრები რეალურად ენახათ და შეეგრძნოთ. ბავშვები ემოციურად უზიარებდნენ ერთმანეთს იმ დღეს მიღებულ შთაბეჭდილებებს.

         სასწავლო წლის შემაჯამებელ კრებაზე მშობლებს შევავსებინე კითხვარი,რომელიც შეავსეს ანონიმურად .კითხვარის შევსების მიზანი იყი,სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგის მუშაობის  და მოსწავლეების მიღწევების შეჯამება მშობლების მიერ.კითხვარის მიხედვით მშობლების თვალით დანახული  პედაგოგის საქმიანობა წარმატებული აღმოჩანდა და სასწავლო წლის დასაწყისში არსებული მათი მოლოდინი გამართლდა.
        2016-2017 სასწავლო წელი შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერი აღმოჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ ყველა მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს მიაღწია.
       იმედი მაქვს, მომდევნო სასწავლო წელი იქნება კიდევ უფრო ნაყოფიერი, დატვირთული და მოსწავლეთათვის უამრავი საინტერესო აღმოჩენების მომტანი.


No comments:

Post a Comment