პირველი კლასის აქტივობები
აქტივობის ბარათები იხ. აქ
Iკლ-ში განხორციელებული აქტივობები
I კლ-ში განხორციელებული აქტივობები
პირველი დღე
ჩემი მუშაობის 21 ე წელი. ახალი პირველი კლასი ,ახალი შეგრძნებები და ახალი
განცდები,ახალი გამოწვევები და ახალი სიტუაციები ,ახალი პრობლემები და მათი გადაჭრის
ძიება... მოკლედ ყველაფერი ახალი.ვნახოთ როგორ შევეგუები და როგორ გავართმევ თავს.
პირველი
დღე,როგორც ყოველი სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე ყველა პედაგოგისთვის,მიუხედავად
იმისა ,რამდენ წლიანი გამოცდილება აქვს,მღელვარებით აღსავსე არის.ასე იყო ჩემთვისაც.
პირველი დღე მოგეხსენებათ სასკოლო გარემოსი და ერთმანეთის გაცნობას ეთმობა პირველ
კლასში.მეც ეს დღე გაცნობას დავუთმე .
მოსწავლეებთან
ჩემი პირველი შეხვედრა მოხდა სკოლის ეზოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცოდნის ზეიმში.შემდეგ
გავუძეხი საკლასო ოთახისკენ.გზადაგზა ჭიამაიის სამკერდე ნიშნებს ვუკეთებდი.სკოლის შემოსასვლელიდან
ჩემ საკლასო ოთახამდე დერეფანში ჭიამაიების ისრები იყო დაგებული.სწორედ ამ ისრების
მეშვეობით აღმოჩდნენ საკლაშო ოთახში,რომელის საოცრად ლამაზად მქონდა მორთული.მე და ჩემი
მოსწავლეები კლასში შესვლისთანავე გავხდით მასპინძლები, რადგანაც შემოგვიერთდნენ მშობლები, ბებია-ბაბუები. ვიყავით ბედნიერები, რადგან ვხედავდით უამრავ ცნობისმოყვარე,
მაგრამ ამავდროულად სიკეთით და სიყვარულით სავსე თვალებს. მოსწავლეები ერათგვარად დაბნეულები,
მაგრამ საინტერესო გარემოთი აღფრთოვანებულები, მიუსხდნენ მერხებს. ისინი თითქოს უცებ გაიზარდნენ, იმიტომ რომ სკოლაში იყვნენ,
თითქოს გაძლიერდნენ, იმიტომ რომ წამებში შეიძინეს მეგობრები. ალბათ მათი ბედნიერების
და სიხარულის საფუძველი ვიყავი
მეც, ვინაიდან იგრძნეს, თუ
რაოდენ დიდი მოლოდინი მქონდა,თუ
ვინ იქნებოდნენ ჩემი მოსწავლეები. მე კი მათ განვუმარტე, რომ მათთან
შეხვედრით მე გავხდი უზომოდ მოტივირებული,
რომ ყოველი დღე იქნებოდა საქმიანი, შედეგის მომტანი. ისინი იშრომებდნენ და შეიძენდნენ
ცოდნას, რომელიც მათ გახდიდა თავდაჯერებულს, მიზანდასახულს.ბავშვების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.ამის შემდეგ,
თითოეული მოსწავლე დავსვი მერხთან, რომელიც წრეზე იყო განლაგებული, ხოლო თავისუფალ
სივრცეში მე ვმოძრაობდი . მისალმებისა და გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები,შეასრულეს
სიმღერები.
მოსწავლეებს
ერთმანეთი უკეთ რომ გაეცნოთ ,თამაში შევთავაზე.ამ თამაშს პირობითად შეიძლება დავარქვათ
„მატარებელი“.თამაშის წესი ასეთია :მე პირველ მოსწავლეს ვეუბნები შემდეგ სიტყვებს:“გამარჯობა ,მე მქვია ხათუნა მასწავლებელო,შენ?
მოსწავლე მპასუხობს:“მე მქვია-------‘’.შემდეგ ამ მოსწავლეს ვკიდებ ხელს და მივდივარ
მომდევნო მოსწავლესთან,ამჯერად ის მოსწავლე რომელსაც მე მივესალმე იგივენაირად ესალმება
და ეუბნება თავის სახელს სხვა მოსწავლეს,შემდეგ ეს უკანასკნელიც უერთდება ჩვენს მატარებელს
და ასე ნელ-ნელა იქმნება დიდი მატარებელი . მე ვეუბნები ბავშვებს,რომ სწორედ ეს მატარებელი
მიემერთება ცოდნის საძიებლად, რომელიც ასე ერთად ხელჩაკიდებულებმა 4 წელი უნდა ვეძებოთ.
შემდეგ ჩავატარე აქტივობა „ჩემი პატარა ხელებით,
მოვალ და მოგეფერები.“წინასწარ გამზადებულ ფლიპჩარტზე, თითოეული ბავშვის ხელი დავაფიქსირე.
ამ აქტივობის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ მოსწავლეებს ეგრძნოთ ერთმანეთის თანადგომა,
მეგობრობა და ერთობა კლაში.ბოლოს, მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე პირველი გაკვეთილი,
შემდეგ მოვაწყეთ შიდა ექსკურსია სახელწოდებით „ჩემი სკოლა.“ დასვენებაზე ბავშვებმა
ჩაკიდეს ხელი ერთანეთს და წავიყვანე სკოლის შენობისა და ეზოს დასათვალიერებლად. საკლასო
ოთახში დაბრუნებულებმა გაუზიარეს ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები. დავურიგე სახელმძღვანელოები,
ბუკები და სამახსოვრო ბარათები.ეს დღე იყო დაუვიწყარი, ემოციური
და საწყისი... სწავლაში, შრომაში, თანამშრომლობაში და ცოდნის დაგროვებაში ერთად გასატარებელი ოთხი წლისა.
შედეგი: ამ შთამბეჭდავმა დღემ მათზე იქონია
დადებითი გავლენა. გაითავისეს რომ სკოლაში
მათ ელოდებიან, იზრუნებენ მათზე და ბევრზე ბევრი საინტერესო დღეები ელოდებათ.ლამაზი დღის დასასრულს გადავიღეთ სამახსოვრო სურათები.
დედაენის დღე
„რა მასწავლა დედაენამ“
14 აპრილი დედაენის დღე 1ა კლასის მოსწავლეებმა
დიდი სიხარულით აღნიშნეს.მათ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები,სადაც თავმოყრილი ჰქონდათ
ინფორმაციები:იაკობ გოგებაშვილზე,ძველ ქართულ ანბანზე,დედაენის დღესა და მის მნიშვნელობაზე.შექმნეს
კედლის გაზეთები, გაიხსენეს ლექსები დედაენაზე.ქალბატონი მაია ამობრძანდა კლასში ბავშვებთან,გამოკითხა
ბავშვებს თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ14 აპრილზე.მიულოცათ დედაენის დღე და უსურვათ წარმატებები.ბავშვებმა
კი დადეს პირობა ,რომ ყოველთვის დაიცავენ და გაუფრთხილდებიან ქართულ ენასა და დედაენას.
მოსწავლეებმა აგრეთვე შეასრულეს წერილობითი დავალება „რა მასწავლა დედაენამ“.მათ საკმაოდ კარგად
და საინტერესოდ ჩამოაყალიბეს აზრი დედაენით მიღებული ცოდნის შესახებ.

კლასში დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა
კონკურსი კალიგრაიაში;“ჩვენ ლამაზად ვწერთ“.მოსწავლეებს მონდომებით ლამაზად და უშეცდომოდ
უნდა დაეწერათ მცირე ზომის ტექსტი.კონკურსში ბავშვებმა თავად შეარჩიეს რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი.ამ ნამუშევრებით გავაკეთე კლასში სტენდი,ხოლო მოსწავლეები
რომელა ნამუშევრებიც შეირჩა დასაჩუქრად გადაეცათ კალმისტარი და ფერადი ფანქრები.



დათოვლილი ნატვრის
ხე
25 დეკემბერს ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა სახის აპლიკაციები,
ფიფქები, შევქმენით დათოვლილი ნატვრის ხე.
ბავშვებმა დაამზადეს გულის ფორმის ბარათები,
რომლებზეც დაწერეს საახალწლო სურვილები დაჩამოკიდეს
ნატვრის ხეს. დაამზადეს საახალწლო საჩუქრები : ყუთში ჩაყარეს კანფეტები , რომლებიც კრებაზე მოსულ მშობლებს
დაურიგეს ეს იყო მათი პირველი საახალწლო საჩუქარი, რითიც გაახარეს დედიკოები. აგრეთვე
მშობლებს გადავეცი ბარათები და მოვუხადე მადლობა
, რადგან მათ აღზარდეს ისეთი კარგი შვილები,
რომლებიც გამოირჩეოდნენ სემესტრის განმავლობაში კარგი ყოფაქცევით, სანიმუშო სწავლით,
საკლასო პროექტებში აქტიური მონაწილეობით.
ამ გაკვეთილმა ბავშვებს განუვითრა: კომუნიკაციის ,
შემოქმედებითი და ფანტაზიის, საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის უნარები.


კითხვის საათი
შვლის ნუკრის ნაამბობი
კითხვის საათზე მოსწავლეებს წავუკითხე ვ.ფშაველას ნაწარმოები:’’შვლის
ნუკრის ნაამბობი’’ .შევნიშნე,რომ ბავშვებს თვალები ცრემლებით აევსოთ.ტირილის მიზეზი
რომ გამოვიკითხე ხმა არავინ ამოიღო,მხოლოდ მთხოვეს წერილებს მივწერთ ბოროტ მონადირესო.ზოგმა
ნახატის შესრულება მთხოვა.გაერთიანდნენ ჯგუფებში და შეუდგნენ ჩანაფიქრის შესრულებას.
ერთმა ჯგუფმა შეასრულა ნახატი,სადაც ჩანს,
როგორ ეპარება ბოროტი მონადირე უცოდველ პირუტყვს.მეორე ჯგუფმა დახატა ობლად დარჩენილი ,ატირებული ნუკრი.დანარჩენებმა
დაწერეს წერილები სადაც ურჩევდნენ ბოროტ მონადირეებს,რომ არ მოეკლათ ლამაზი,ლაღი და
უცოდველი ცხოველები,ისინიც ხომ სულიერი არსებები არიან,მათაც აქვთ სიცოცხლის უფლება,რომ
ყველა სულიერს სიცოცხლე ღმერთმა მისაცა და მისი ხელყოფის უფლება სხვას არა აქვს.დადეს
პირობა ,რომ გავიზრდებით ასე ბოროტულად არასოდეს მოვიქცევით.გვეყვარება ბუნება და გავუფრთხილდებით
მასო.ნახატები და წერილები კი კედელზე გამოვფინეთ.ეს დღე და ეს გაკვეთილი რასოდეს დამავიწყდება.საოცარ
სითბოს, სინანულის და ალერსს ვგრზნობდი მათგან.
ჯგუფური
მეცადინეობის მიზანი იყო :
თხრობა ლოგიკური თანმიმდევრობით.
· მცირე ზომის წერილის
დაწერა.
· საკუთარი აზრის
ჩამოყალიბება და დასაბუთება.
მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი
უნარები:
· შემოქმედებითიუნარი.
· კრიტიკული აზროვნების
უნარი.
·
კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები


კითხვის საათი
ი.გოგებაშვილის მოთხრობები
კითხვის საათი
მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის სტრატეგიების დაუფლებას, წაკითხულის შეფასებას
და გააზრებას, სათანადო არგუმენტების მოყვანასა და დასკვნების გაკეთებას. ნაწარმოების
წაკითხვამდე ვახდენ მოსწავლეთა პროვოცირებას,
მათში სათანადო განწყობისა და ემოციური ფონის შექმნას, რაც ერთ-ერთი ფაქტორია მათში სააზროვნო მოქმედებათა
განვითარებისა და ტექსტის ანალიზის უნარის გამომუშავებისთვის.
კითხვის საათის
ჩატარებამდე წინასწარ ვგეგმავ, თუ რომელი მოთხრობით დავაინტერესო ბავშვები. ვითვალისწინებ
მათ სურვილსაც და ვესაუბრები კითხვის მნიშვნელობაზე, ვცდილობ შევურჩიო საბავშვო ნაწარმოები.
ვკითხულობ მას სათანადო ინტონაციით. კითხვის
დასრულების შემდეგ მსჯელობენ, უსმენენ და იზიარებენ სხვის აზრს. ამის შემდეგ ვთავაზობ
სხვადასხვა აქტივობებს, მისადაგებულს წაკითხულ ნაწარმოებთან.
იმ დღეს ჯერ ყველამ ერთად დავათვალიერეთ „ჩვენი იაკობი“
- კედლის გაზეთი, შემდეგ წავიკითხეთ
ი. გოგებაშვილის „ლომი და თაგვი“. დაათვალიერეს
სურათები. დაგმეს ლომის თვისებები. მოიწონეს თაგვის საქციელი. ვისაუბრეთ გარეულ მტაცებელ
ცხოველებზე, ხოლო როდესაც მოისმინეს „კურდღლები და ბაყაყები“ გამხიარულდნენ, იმეორებდნენ
კურდღლების სიტყვებს და კარგად გაერთნენ.
მოსწავლეები სურვილს
თუ გამოხატავენ მაშინ ნახატზე გადააქვთ შთაბეჭდილებები, მუშაობენ
ჯგუფში, შემდეგ პრეზენტატორს ვთხოვ აღწეროს ჯგუფის თითოეული წევრის წვლილი დავალების
შესრულებისას.
ასეთი აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს მოსმენის, შთაბედილებების
ნახატზე გადატანის, გუნდური მუშაობის და დასკვნის გამოტანის
უნარს.


კლასის საათი
ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭიროა.........
კლასის საათზე ვისაუბრე თემებზე: „სუფთა გარემო“, „ჯანსღი საკვები“, „უსაფრთხოების წესები“ ბავშვები დიდი ინტერესით მისმენდნენ .შემდეგ დავყავი ჯგუფებად.დავურიგე ბროშურები
ამ თემებთან დაკავშირებით. ვთხოვე წაეკითხათ, დაემუშავებინათ, გაეგოთ მეტი ინფორმაციები
.დაისვა საინტერესო კითხვები და პასუხებიც იყო შესაბამისად სრული. ჯგუფებს დაევალათ შეექმნათ კედლის გაზეთები.ისინიც ხალისით ხატავდნენ, ჭრიდნენ, აწებებდნენ. წარმოადგინეს ნამუშევრები,
ისაუბრეს ნახატების შესახებ..შეიმუშავეს უსაფრთხოების წესები. ისაუბრეს ჯანსაღ საკვებზე
და მათ სარგებლიანობაზე.იმსჯელეს, რა მნიშვნელობა
აქვს სუფთა გარემოს და როგორ მოქმედებს დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ბოლოს ყველამ ერთად დავალაგეთ ჩვენი დანაგვიანებული საკლასო ოთახი. ამით მიეჩვივნენ
დასუფთავებას და მიხვდნენ, რომ სუფთა გარემო ადამიანის ჯანმრთელობის


კლასის საათი
მიმართულება
- პიროვნული და მორალური განვითარება.
თემა
- ქცევის წესები
მიზანი:
·
მოსწავლებისათვის
მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
·
სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;
·
ხელი შევუწყო კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას,
სადაც ყველა მოსწავლე გაუფრთხილდება სასკოლო,
პირად თუ თანაკლასელთა ნივთებს.
მოსწავლეებს
ავუხსენი, რომ ერთად წარმატებული სწავლისა
და თანამშრომლობისთვის სკოლაში გვჭირდება წესები. განვუმარტე,რომ წესების დაცვას მივყავართ
სასურველ შედეგამდე,წესების დაუცველობას კი - არეულობამდეე.მოსწავლეებს განვუმარტე,
რომ ვერავინ შეძლებს კარგად სწავლას, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ
გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოახდენენ საჭირო რეაგირებას დავალებაზე, ვერ მოისმენენ
საინტერესო საკითხებს. ყოველივე ამის მოგვარებაში კი ყველას ჩვენი „ მეგობარი“ წესები
დაგვეხმარებოდა.მოსწავლეებს
ვთხოვე თვითონ მოეფიქრებინათ და აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ უნდა მოიქცეულიყვნენ, რათა
მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი,ან მოყოლილი
საინტერესო ზღაპარი კარგად მოესმინათ.მათ მოსაზრებებს ვუკეთებდი ფორმულირებას:
Ø როცა
ერთი საუბრობს, სხვები უსმენენ.
Ø როცა
კითხვაზე პასუხის გაცემა გინდა, ხელი უნდა ასწიო.
Ø მასწავლებლის
დავალებები უნდა შეასრულო.
Ø გაკვეთილზე
არ უნდა იხმაურო.
Ø პატივი უნდა სცე მეგობრის აზრს.
Ø უნდა
გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნივთებს.
წესები დავაფიქსირეთ ფორმატზე, რომელიც გამოვაკარით საკლასო
ოთახში. ასევე ერთობლივი ძალით შევქმენით და კედელზე გამოვაკარით „კვირის ლიდერი“.
მოსწავლე,რომელიც დაიცავდა კვირის განმავლობაში ამ წესებს დასახელდებოდა კვირის გმირად
და გადაეცემოდა გმირის აღმნიშვნელი სტიკერი. ჩავატარეთ აქტივობა-როლებიანი თამაში:
სურვილის მიხედვით მოსწავლემ უნდა განასახიეროს დაზიანებული სასწავლო ნივთი,პანტომიმით
ან სიტყვების გამოყენებით გადმოსცეს მისი ემოციები- რა სჭირს? რატომ ჩავარდა ასეთ დღეში?
რას სთხოვს თავის პატრონს? ბოლოს გავაკეთეთ დასკვნა. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ
ჩვენი ერთობლივი მუშაობითა და გადაწყვეტილებებით. შედეგი:მოსწავლეებმა დაასკვნეს,რომ ერთობლივად შემუშავებული წესები კლასში დაამყარებს
ნაყოფიერი მუშაობისთვის საჭირო გარემოს.
კლასის
საათი
თემა: ერთმანეთის გაცნობა და სკოლასთან შეგუება.
მიზანი: მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
მშობლებთან თანამშრომლობით
გავარკვიე მოსწავლეების სოციალური მდგომარეობა. ასევე მივმართე სოციალური მდგომარეობის
დადგენის მიზნით აქტივობას „ჩემი ოჯახი“. ბავშვებმა შეძლებისდაგვარად დახატეს თავიანთი ოჯახი და შემდეგ გულღიად ისაუბრეს.
მე კი იმისათვის რომ მოსწავლეები იყონ გულახდილები ვუყვები საკუთარ გამოცდილებაზე, ჩემს ოჯახსა და ურთიერთობებზე. ვიხსენებ ჩემს წარმატებებს
და წარუმატებლობებს.ვაძლევ საშუალებას თავისუფლად დამისვან კითხვები ჩემს შესახებ.
აღნიშნული აქტივობა მეხმარება გავიგო მათი სოციალური მდგომარეობა. ვიყენებ კომუნიკაციის
სხვადასხვა საშუალებებს, ვაკონტროლებ ჩემს სიტყვებს, ჟესტიკულაციას და ინტონაციას.
მოსმენის დროს ვაკვირდები მოსწავლის არავერბალურ
მანიშნებლებს, რათა უკეთ გავაანალიზო მათი
ნათქვამი. ინდივიდუალურად და შემოქმედებითად ვუდგები თითოეულ მოსწავლეს, ვითვალისწინებ
მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. მოსწავლეების
თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად ვქმნი შესაბამის საკლასო გარემოს. აქტივობა „ჩემი გერბი“ ,რომლის მიზანია მე-კონცეფციის ფორმირების
ხელშეწყობა და თვითპრეზენტაცია, ძალიან დამეხმარა
მოსწავლეთა გაცნობასა და ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. აქ გამოიკვეთა
თითოეულის განწყობა, ჰობი ანუ საყვარელი საქმიანობა. ამავდროულად ისინი საინტერესოდ
ასრულებდნენ ფრაზას „მე მინდა ვიყო...“ ამ
აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები უფრო მეტი ყურადღებით და მეგობრულად განწყობილები
იყვნენ ერთმანეთის მიმართ.
შედეგი: კლასში
შეიქმნა ტოლერანტული გარემო.მათ უკვე შესწევთ ძალა გამიჯნონ ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა. ხვდებიან რა ევალებათ როგორც
მოსწავლეებს.
კლასის საათი
თემა: მოსწავლის
( ზოგადად ადამიანის) ვალდებულებები, პასუხისმგებლობის გრძნობა.
მიზანი:
მოსწავლეებს გავაცნობიერებინო მათი, როგორც მოსწავლის ვალდებულებები, ამისთვის ავირჩიე
დიდაქტიკური ზღაპარი „ამბავი თავისუფალ ვანოზე“, რომელიც მოსწავლეებმა მოისმინეს, შემდეგ
კი განვიხილეთ ზღაპარში გადმოცემული ამბავი.
ვესაუბრე
ბავშვებს, რომ ყველას გვაქვს ძირითადი საქმე, ვალდებულება, ის აუცილებლად უნდა შევასრულოთ.
ვეკითხები მოსწავლეებს, თუ რა არის მათი ძირითადი საქმე- ვალდებულება? ამის შემდეგ
ვსაუბრობთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების: ექიმების, მასწავლებლის, მძღოლის, გამყიდველის
ვალდებულებებზე. წარმოიდგენენ სამყაროს, სადაც არავინ ასრულებს საკუთარ მოვალეობას. საუბრობენ უარყოფით შედეგებზე. მაგ.,
რა მოხდება ყველა გამყიდველმა რომ გადაწყვიტოს დასვენება და არ იმუშაოს?... ყველა ექიმმა?...
შემდეგ კი
მოსწავლეები აკეთებენ ჩანახატს სათაურით „ ჩემი მოვალეობა“.


დაალაგე თანმიმდევრობით
ამოცანის დაჭრილი ნაწილები
აქტივობის ფორმა-ჯგუფური
მიზნები: მოსწავლეები
გაიხსენებენ ამოცანის ნაწილებს. გაიაზრებენ ამოცანის ნაწილების თანმიმდევრობას და მოხდება
მათი დალაგება. მოსწავლეები შეძლებენ ამოცანის წაკითხვას და გაგებას.
საჭირო მასალა: ამოცანის დაჭრილი ნაწილები. ფერადი
თაბახის ფურცლები და წებო.
ეს აქტივობა
ეხმარება მოსწავლეებს ამოცანების გააზრებაში და შესაძლებლობას აძლევს ივარჯიშონ და
იფიქრონ ამოცანის სწორად აწყობაში.
მას შემდეგ რაც ბავშვებმა ნაწილების დალაგებაზე
მუშაობა დაასრულეს, გააკეთეს პრეზენტაცია, გაიმართა დისკუსია, მოხდა ჯგუფების მიერ
ნამუშევრების შეფასება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ჯგუუფის წევრები მეგობრულად
ეხმარებიან ერთმანეთს, რათა სწორი პასუხები გაარკვიონ.


თამაში-აქტივობა „ანბანი წრეში“
ეს აქტივობა გვეხმარება ანბანის შესწავლაში.
საანბანო პერიოდის დასრულებამდე და დასრულების შემდეგაც. აქტივობის მიზანია: მოსწავლეებშიანბანის
ცოდნის განმტკიცება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსიკურ ერთეულებზე მუშობისა და
სოციალური თუ ურთიერთთანამშრომლობის უნარების განვითარება. აქტივობის განხორციელებისათვის
დამჭირდა ფერადი ბარათები, რომლებზეც გამოსახულია ანბანის ასოები; მუსიკა და ფერადი
ყუთი ასოების მოსათავსებლად.
ბავშვები დახდნენ წრეში. ჩამოვატარე ყუთი, საიდანაც
ბავშვებმა რიგრიგობით ამოიღეს თითო ბარათი, რომელზეც წერია ანბანის რომელიმე ასო. ბარათის
არჩევისთანავე, მოსწავლეეები ამოიცნობენ და ასახელებენ ასოს, შემდეგ კი სიტყვას, რომელიც
შესაბამისი ასო-ბგერით იწყება. მაგ; შეხვდა ასო-მ, ასახელებს ხმამაღლა და ამბობს სიტყვა
„მუხა“-ს.
ამის შემდეგ აწყობენ ბარათებს იატაკზე, მოსწავლეების
წინ და ისინი იწყებენ მოძრაობას ერთი მიმართულებით მუსიკის თანხლებით, როცა მუსიკა
შეწყდება, მოსწავლეები ჩერდებიან სხვა ასოსთან, კვლავ მოიფიქრებენ და ასახელებენ სიტყვას,
რომელიც შესაბამისი ასო-ბგერით იწყება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლე ვერ ამოიცნობს
ასოს, ვთხოვ მის გვერდით მდგომს-დაეხმაროს თანაკლასელს.
ეს
თამაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი სწავლის პროგრესს. ამიტომ მსგავსი თამაში-აქტივობის
გამეორებას მოვახდენთ ხშირად. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ მოსწავლეებმა საკმარისად
განიმტკიცეს ცოდნა.
აქტივობა „სიტყვების
აწყობა“
„სიტყვების აწყობა“ გულისხმობს შერჩეული სიტყვის შემადგენლი
ასოებით ახალი სიტყვების შედგენას; სიტყვებში
ერთნაირი და განსხვავებული ასოების ამოცნობას. ეს აქტივობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
მოსწავლეებში დეკოდირებისა და გააანაალიზების უნარების გამომუშავებას.
აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გააქტიურება და გამდიდრება. ლექსიკურ ერთეულებზე
მუშაობის უნარის განვითარება, ფონოლოგიური უნარების დახვეწა.
აქტივობის განხორციელებისათვის შევარჩიე სიტყვა
და მისი შესაბამისი ილუსტრაცია. სიტყვა გამოვსახე დაფაზე, სურათი კი ვაჩვენე მოსწავლეებს.
სიტყვში მოცემული ასო-ბგერების გამოყენებით ბავშვები შეადგენენ სხვა სიტყვებს. მაგ.,100(ნახატის
სახით)-ასი(სიტყვა), სია(ახალი სიტყვა). ისინი
მოფიქრებულ სიტყვებს მკარნახობენ, ამ სიტყვებს დაფაზე ჩამოვწერ. შემდეგ კი ყველა ერთად
ვკითხულობთ ჩამოწერილ სიტყვებს, ვიმდიდრებთ ლექსიკას.
„სიტყვების აწყობა“ მოსწავლეთა მეტად აქტიურობას
და დინამიურობას მოითხოვს, მოსწავლეები ხალისით ერთვებიან პროცესში.
აქტივობა
„წაიკითხე სიტყვა და მოძებნე“
ეს აქტივობა გვეხმარება კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებაში.
მუშაობა ხდება წყვილებში. აქტივობის მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს კითხვის, მოსმენის
და ძიების უნარ-ჩვევები. ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს. აღვიძებს ცნობისმოყვარეობას. ხდება
ურთიერთთანამშრომლობის უნარის განვითარება.
აქტივობის შესასრულებლად
დამჭირდა ფერადი მარკერები, ფორმატი, რომელზეც
მარკერით ჩამოწერილია სხვადასხვა სიტყვები; თაბახი,რომელზეც სათითაოდ წერია ის სიტყვები,
რომლებიც ფორმატზეა ჩამოწერილი.
ბავშვები გაყოფილნი არიან ორ ჯგუფად, დანიშნულია
დრო სამი წუთი. ბავშვები ორ-ორად გამოდიან დაფასთან, ერთი ირჩევს მაგიდაზე გაშლილ თაბახს,
კითხულობს სიტყვას, მეორე კი ისმენს, ეძებს ფორმატზე დაწერილ სიტყვას და ხაზავს კონკრეტული
ფერის მარკერით. სამი წუთის შემდეგ ვითვლით შემოხაზულ სიტყვათა რაოდენობას. იგივეს
ვიმეორებთ მეორე ჯგუფთან, გამარჯვებულია ის
ჯგუფი, რომელსაც მეტი სიტყვა ექნება. ამ აქტივობით მოსწავლეები ინტერესდებიან და დიდი
ხალისით კითხულობენ ახალ სიტყვებს.


თემა: გეომეტრიული ფორმები
სასწავლო მიზნები:
·
გეომეტრიული ფიგურების გაცნობა, გამოჭრა და მათი გამოყენებით
გამოსახულებების შექმნა.
·
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლება.
·
შემოქმედებითი უნარის განვითარების ხელშეწყობა.
·
ჯგუფური მუშაობის
უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეებმა იმსჯელეს გეომეტრიულ
ფორმებზე (რა ფერისაა, რომელია დიდი, პატარა) დაასახელეს გეომეტრიული ფორმის მქონე საგნები. იმუშავეს წყვილებში, შეადგინეს
მატარებელი, სხვადასხვა ფორმის ხე, მზე და სხვა. მოუსმინეს ერთმანეთს, გამოთქვეს აზრი,
თუ რამდენად საინტერესო იყო მათთვის მიცემულ დავალებაზე მუშაობა. გაუჩნდათ სურვილი,
რომ დამოუკიდებლადაც შექმნან მსგავსი ნამუშევრები.
შედეგი:
·
მოსწავლეს
შეუძლია გარემოში ამოიცნოს და დაასახელოს გეომეტრიული ფორმები და გამოსახოს ნამუშევარში.
·
ფერადი
ქაღალდებით შექმნას აპლიკაცია.
·
დაიცვას
უსაფრთხოების წესები.
·
მონაწილეობა
მიიღოს
გუნდურ მუშაობაში.
·
საკუთარი თუ
ერთობლივი ნამუშევრების წარდგენისას განმარტოს
თუ რას ასახავს ნაშრომში და დაუსვას კითხვები
თანაკლასელებს მისი ნამუშევრის გარშემო.
·




შოთა რუსთაველი და მისი უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“
მიზანი:
საუბარი შოთა რუსთაველზე, პოემა „ვეფხისტყაოსანზე“,მის მნიშვნელობაზე,
ჩვენი სამშობლოს წარსულზე.
მოსწავლეებს
ვესაუბრე შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანზე“, მის მნიშვნელობასა
და ღირსებაზე. გამოვიყენე პატარებისთვის ადაპტირებული
სახელმძღვანელო. მოსწავლეებმა მოისმინეს და გაიგეს ,რომ ეს პოემა შეიქმნა დიდი ხნის
წინ, კერძოდ, XII საუკუნეში,
თამარ მეფის მეფობის ჟამს. ავუხსენი, რომ
ეს ის პერიოდია,
რომელსაც ქართველი ხალხი სამართლიანად უწოდებს სიძლიერის და მაღალი კულტურის
ხანას. ისინი ინტერესით ისმენდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც ვუხსნიდი
მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე. გაიგეს, რომ „ვეფხისტყაოსანში“ თავმოყრილია მთელი ის
სიბრძნე, თავდადება, სიყვარული და თავმდაბლობა, რამაც გააძლიერა იმ პერიოდში ჩვენი
სამშობლო. დავათვალიერებინე ილუსტრაციებთან ერთად მოძრავი ჩანართები, რამაც მათში გამოიწვია
გაკვირვება, აღფრთოვანება.
შედეგი: მოსწავლეებმა მოისმინეს და შეძლებისდაგვარად
გაითავისეს პოემა „ვეფხისტყაოსნის“ გენიალურობა, თითქოს იმოგზაურეს დროსა და სივრცეში
შოთა რუსთაველთან და მის გმირებთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ მათში ინტერესი გავაღვივე.
მე კი გავითვალისწინებ მათ სურვილს და პატარ-პატარა ინფორმაციებს მივაწვდი პოემის პერსონაჟებზე,
რათა მომავალში ეს ფასდაუდებელი საგანძური მათთვის სამაგიდო წიგნად იქცეს.


ნატურმორტი
სასწავლო მიზნები: ბუნებაში არსებულ ფერებსა და ფორმებზე
მსჯელობის, მასალის შემოქმედებითად გამოყენების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ორგანიზების ფორმა; ინდივიდუალური, ჯგუფური.
მსვლელობა:
ისაუბრეს უხვ და ბარაქიან შემოდგომაზე. დაასახელეს ხილი, ერთმანეთს უზიარებდნენ სოფლად
ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებს. მათ დაათვალიერეს სახელმძღვანელოში სურათზე გამოსახული
ხილი , ყვავილები,თოჯონები ,საგნები. მოსწავლეებმა დაამუშავეს პლასტელინი და გამოძერწეს
ხილი. ჯგუფებმა შეადგინეს ნატურმორტი. შეაფასეს
ერთობლივი ნამუშევრები. აღნიშნეს თითოეულის წვლილი.
შედეგი:
·
მოსწავლე
ამოიცნობს, ასახელებს და გამოსახავს ბუნებაში არსებულ ფერებსა და ფორმებს.
·
ნამუშევარში
ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს.
·
მონაწილეობს
გუნდურ სამუშაოში.
·
საკუთარი
და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას განმარტავს, თუ რას ასახავს ნაშრომში.
·
უფრთხილდება
სხვის და საკუთარ ნამუშევრებს.


თემა: ფერადი სამყარო
სასწავლო მიზნები:
გარე სამყაროში არსებული ფერების აღქმის , მათზე დაკვირვების და საკუთარი ჩანაფიქრის გადმოცემის უნარ- ჩვევების
გამოვლენა-განვითარება.
მოსწავლეებმა საკლასო
ოთახის ფანჯრიდან ყურადღებით დაათვალიერეს გარემო, ბუნება, შემდეგ სასწავლო ნივთები,
სამოსი და თან ასახელებდნენ ფერებს. ერთმანეთს
უზიარებდნენ აზრს, თუ რისი დახატვის სურვილი გაუჩნდათ, რომელი გამოსახულებებისთვის
რა ფერს გამოიყენებდნენ და ა.შ. ხატვის პროცესში ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.
მუშაობის დამთავრების შემდეგ შეაგროვეს ნამუშევრები. მე მათ ავუხსენი, რომ მომდევნო
გაკვეთილს სწორედ ამ ნამუშევრების განხილვით დაიწყებდნენ.
შედეგი:
·
მოსწავლეს შეუძლია
სასურათე სიბრტყის შერჩევა ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური პოზიციის შესაბამისად.
·
შეუძლია გამოიყენოს ფანქრები, ფლომასტერები, გუაში
.
·
მოსწავლეს შეუშლია ამოიცნოს, დაასახელოს და გამოსახოს
ბუნებასი არსებული ფერები და ფორმები, ნამუშევარში ასახოს მიღებული შთაბეჭდილებები.


წყალქვეშა სამყარო
სასწავლო მიზნები: გარე სამყაროში არსებული ფერების
აღქმის და მათზე დაკვირვების, დასახელებისა და საკუთარ ნამუშევრებში გამოყენების, საკუთარ
და სხვის ნამუშევრებზე მსჯელობის უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა
დაათვალიერეს საილუსტრაციო ნიმუშები, გამოიყენეს აპლიკაციის ხერხი და ჯგუფურად გამოსახეს
წყალქვეშა სამყარო. ამის შემდეგ თავიანთი მოსაზრებისამებრ თევზები შეამკეს სასურველი
ფერის სხვადასხვაგვარი ტიპის ხაზებით.
შედეგი: მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითობის
გამოვლენა- შექმნეს განსხვავებული გამოსახულებები, შეარჩიეს და გამოიყენეს საინტერესო
ფერთა შეხამებები, განალაგეს ფიგურები. გამოფინეს და იმსჯელეს ერთმანეთის ნამუშევრებზე.


„შემოდგომის ფერები“
აქტივობის მიზნები:
·
მოსწავლეებს
განუვითარდეთ შემეცნების სხვადასხვა უნარი;
·
მოსწავლეებმა
დაინახონ და გააცნობიერონ შემოდგომისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ცვლილება ბუნებაში
(ფოთლების ფერშეცვლა, ფოთოლცვენა, ფრინველების გადაფრენა).
აქტივობის
მსვლელობა:
მოსწავლეები დავყავი მცირე ჯგუფებად,, ხელოვნების სამუშაო რვეულებიდან
ამოჭრეს ფერადი ფურცლები, შემდეგ თითოეულმა წევრმა გაინაწილა დასახევი მასალა და დაიწყეს
რესურსის მომზადება, დახიეს ფერადი ზოლები, კერძოდ, წითელი, ყვითელი და არინფისფერი,
პატარა ნაკუწებად. ყავისფერი ქაღალდისგან კი გამოჭრეს ხის ტანი და ტოტები. ამის შემდეგ
აირჩიეს ცისფერი ფერის ფურცელი და დაიწყეს დახეული ფერადი ქაღალდების განლაგება და
დაწებება. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოვაწყეთ
გამოფენა, ჯგუფის წევრები ყურადღებით ათვალიერებენ ერთმანეთის ნაუშევრებს, უზიარებენ
შთაბეჭდილებებს, აფასებდნენ ერთმანეთს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქტივობაზე მუშაობა ბავშვებისთვის იყო ძალიან საინტერესო
და სახალისო, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების, წელიწადის
დროებზე მსჯელობის, ნამუშევრებისათვის ფორმატის შერჩევის, საკუთარ და სხვის ნამუშევრებზე
აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.


„ჩვენ გვიყვარს ხილი“
აქტივობის მიზნები:
·
მოსწავლეებმა
შეძლონ სხვადახვა ხილის მოცნობა, დასახელება და დახასიათება;
·
მოსწავლეებმა
გააცნობიერონ ხილის, როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის.
აქტივობის მსვლელობა:
კლასი დავყავი ჯგუფებად, საკლასო ოთახში მაგიდაზე მოვაწყე
ხილის გამოფენა. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე მოჰყავს თვალდახუჭული ჯგუფის მეორე წევრს.
იღებს მაგიდაზე არსებულ ხილს, მთელ კლას აჩვენებს და ასახალებს. შემდეგ ჯგუფის თითოეული
წევრი ახასიათებს (ტკბილია, მჟავეა, წვნიანია, რბილია, მაგარია, დიდი კურკა აქვს).
ასე მორიგეობით,მონაწილეობას იღებს ყველა ჯგუფი.
აქტივობის დასასრულს თითოეულ ჯგუფს ვურიგებ თაბახი ფურცლებს,
სადაც გამოსახულია გასაფერადებელიკონტურები სხვადასხვა ხილის. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ
კალათებში ჩაწყობილი ხილის ნაირსახეობები და გააფერადონ შესაბამის ფერებში.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ნამუშევარს ვაკრავ დაფაზე, მოსწავლეები ყურადღებით ათვალიერებენ
ნახატებს და ასახელებენ სახელწოდებებს ხილისას. საუბრობენ ხილის მნიშვნელობაზე ჯნმრთელობისთვის
და მრავალფეროვანი ხილის მიღების აუცილებლობაზე.
ამ აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარა კრიტიკული აზროვნბის,
დაკვირვების, კლასიფიცირების და დასკვნების გამოტანის უნარები.


ძირითადი და შედგენილი
ფერები
აქტივობის მიზნები:
·
შედგენილი
და ძირითადი ფერების გაცნობა;
·
გარესამყაროში არსეული ფერების აღქმა;
მოსწავლეთა ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური.
მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს ძირითადი, ამის შემდეგ გადაშალეს
სახელმძღვანელოები და დააკვირდნენ საილუსტრაციო ნიმუშებს და მასწავლებლის დახმარებით
აღნიშნეს, თუ რომელი ძირითადი ფერების შერევით მიიღება თითოეული შედგენილი ფერი. ამის
შემდეგ, სამუშაო რვეულებიდან ამოჭრეს ფიგურები, აგრეთვე ფერადი ზოლები და თითოეულმა საკუთარი მოსაზრებისამებრ გამოიყენა
მასალა, ფრთხილად, ფაქიზად დააწებეს კონტურზე ფერადი ფიგურები. მუშაობის პროცესში აქტიურად
ვიყავი ჩართული, ყურადღებას ვაქცევდი, თუ რამდენად თანამშრომლობდნენ მოსწავლეები, ეხმარებოდნენ
ერთმანეთს და აძლევდნენ რჩევებს.მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა გააკეთეს
ფერადი კედელი და დაამაგრეს ნამუშევრები, თითოეული ბავშვის მიერ შექმნილი სახლი იყო
გამორჩეულად ლამაზი, საინტერესო, ფერები იყო კარგად შერწყმული განსხვავებული ფორმებით.
ამ აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარა ძირითადი და შედგენილი ფერების აღქმის,
შედგენილი ფერების მიღებისა და საკუთარ ნამუშევრებში გამოყენების, პრაქტიკული, საკუთარ
და სხვის ნამუშევრებზე მსჯელობის უნარ-ჩვევები.

სტუმრად ნ. დუმბაძის თეატრში
„წითელქუდა“
მიზანი:
·
ყურადღების
კონცეტრირების აღქმა;
·
დამოუკიდებლად
გადაჭრა დასმული ამოცანების;
·
ინფორმაციის
ვიზუალიზაცია.
მე და ჩემი პირველკლასელები ვესტუმრეთ ნ.დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრს,
სადაც წარმოდგენილი იყო ზღაპარი „წითელქუდა“, ბავშვები შთაბეჭდილებებით და დადებითი
ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.
მეორე დღე, კითხვის საათის გაკვეთილზე ვისაუბრეთ „წითელქუდას“ ირგვლივ,
მოსწავლეება გაუზიარეს ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები; ამის შემდეგ, ვთხოვე მოსწავლეებს,
მათი წარმოსახვის გასაძლიერებლად, მხოლოდ თავიანთ ფანტაზიაზე დაყრდნობით შეექმნათ ნახატი
ზღაპრის რომელიმე ეპიზოდი.
ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით შეუდგნენ ხატვას. დასრულების შემდეგ
ბავშვებმა კლასის წინაშე გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები. შემდეგ თითოეულმა დეტალურად
აღწერა ნახატი, ისინი მსჯელობდნენ, თუ რას ხედავდნენ ნახატზე, რატომ აირჩიეს კონკრეტულ
ეპიზოდი. მუშაობის პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ მოსწვლეებს შეუძლიათ ინფორმაციისთვის
თავის მოყრა, ნახატზე გადმოტანა ნანახის, ზეპირი ტექსტის შედგენა და მრავალფეროვანი
ლექსიკის გამოყენება.
ეს აქტივობა ხელს
უწყობს მოსწავლეებში რამდენიმე უნარის განვითარებას, კერძოდ, კონცენტრაციის, შემოქმედებითი,
ინფორმაციის შეგროვებისა და ორგანიზებულად გადმოცემის.


ექსკურსია ვარიანში
ამა წლის 20 მაისს Iა კლასმა მოვაწყეთ ექსკურსია მარშრუტით: „თბილისი-ვარიანი-თბილისი.“
ვარიანში მოვინხულეთ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.
მიზანი იყო -ბუნებაში
ექსკურსიისათვის საჭირო ნივთების სწორად შერჩევა;მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გარემოში
სისუფთავის დაცვის მოთხოვნილება; გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის საცხოვრებელ გარემოს.
ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ვარიანში
იაკობის სახლი, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და გაატარა მთელი თავისი შემოქმედებითი
ცხოვრება.
ბავშვები ემოციურად უზიარებდნენ ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებებს. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.


ქართული ენა
ასო-ბგერა „ვ“, ტექსტი „იხვი“
მიზანი: მეტყველებისა და აზროვნების უნარის განვითარება.
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება/ დასაბუთება.
„ვ“ასო-ბგერის გაცნობა.
სიუჟეტური სურათის აღწერა.
მსვლელობა: მოსწავლეებს წავუკითხე იუმორისტული ლექსი
„იხვი და მამალი“. ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ ერთად მოსმენილი მასალის ირგვლივ. გაირკვა
ლექსის ხასიათი. გავაანალიზეთ თუ როგორ წარმოაჩინა პოეტმა ნოდარ დუმბაძემ გმირები
(იხვი ტრაბახა, მამალი-შურიანი). ავხსენით უცხო სიტყვები. მოსწავლეებმა დაახასიათეს
იხვი,მამალი. ისაუბრეს დანარჩენ შინაურ ფრინველებზე,თუ რა ჰქვია მათ ნაშიერებს (იხვის
ნაშიერს ჭუჭული, ბატისა და ინდაურისას -ჭუკი, ქათმისას კი წიწილა), რომელი ფრინველები
ცურავენ (იხვი, ბატი). ენობრივ მასალაზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე დაეხატათ
ლექსის პერსონაჟები და ბოლოს დაესრულებინათ სახლში და მეორე დღეს ერთად განგვეხილა
ნაშრომები.
მოსწავლეებმა აღწერეს სურათი და გადმოსცეს თხზულების
სახით. ჰქონდათ განსხვავებული ვერსიები, რამაც უფრო საინტერესო გახადა საგაკვეთილო
პროცესი. დაგმეს ქედმაღლობა, თავმომწონეობა. აღნიშნეს, რომ ტრაბახობა დასაგმობია, სირცხვილია,
ზოგჯერ ზიანის მომტანი, როგორც ეს მამალს მოუვიდა.თხრობის შემდეგ გამოყვეს „საჭირო
სიტყვათა ნუსხაში“ შესატანი სიტყვები.
„მაუგლი“
შემეცნებითი ღონისძიება - სპექტაკლზე
დასწრება ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა
თეატრში
ერთ
დღეს, ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრე მოზარდმაყურებელთა და თოჯინების თეატრზე, საბავშვო სპექტაკლებზე
, მსახიობებზე. დაასახელეს მათთვის უკვე საყვარელი სპექტაკლები, ფილმები, პერსონაჟები.
ამის შემდეგ, ისინი ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ჩვენ ერთად წავიდოდით თეატრში,თანაც
არა ერთხელ და დავესწრებოდით სპექტაკლებს. ბავშვებმა გულწრფელი სიხარული გამოხატეს.
ამის შემდეგ ყოველ დღე ვატყობდი საოცარ მოლოდინს.
მახსენებდნენ და მეკითხებოდნენ: როდის წავალთ?
ერთ
დღესაც გამოვაცხადე, რომ გველოდებოდნენ თეატრში და წარმოგვიდგენდნენ სპექტაკლს -„ მაუგლი“.
ოღონდ, ეს იქნებოდა თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი. ასე ვეწვიეთ ერთად ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებს წინასწარ ვესაუბრე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს. არ დამავიწყდება
მათი გაბრწყინებული თვალები, უსმენდნენ ინტერესით, შიგადაშიგ გამოხატავდნენ ემოციებს.
სპექტაკლის ბოლოს, არ დაიშურეს ტაში. იყვნენ აღფრთოვანებულები. თეატრის ადმინისტრაციამ
ბავშვები დაასაჩუქრა ფერადი ბუშტებით. ასეთმა დამოკიდებულებამ რა თქმა უნდა იმოქმედა
მოსწავლეთა განწყობაზე დადებითად.
მეორე
დღეს ხელოვნების გაკვეთილზე ბავშვებმა გადმოსცეს
შთაბეჭდილებები - რომელი პერსონაჟი იყო უარყოფითი, რომელი დადებითი და რატომ?! ძალიან
მოეწონათ მაუგლი,პანტერა. შევთავაზე, დაეხატათ და ნამუშევარში გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება
ამა თუ იმ გმირისადმი. მე მათ მოვუწონე ნაშრომები.
ახლა ისინი დიდი ინტერესით ელოდებიან მორიგ სპექტაკლს.



შემოდგომის ფერადი ფოთლები
სასწავლო მიზანი: ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების,
წელიწადის დროებზე მსჯელობის, ნამუშევრებისთვის ფორმატის შერჩევის, საკუთარ/სხვის ნამუშევრებზე
აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება.
მსვლელობა: მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რაც
შემოდგომის დადგომისას შენიშნეს ბუნებაში. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე,
იმღერეს, დაათვალიერეს საილუსტრაციო ნიმუშები ,
მოამზადეს რესურსი, იმუშავეს წყვილებში,
შექმნეს შემოდგომის ფერადი ფოთლები. შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.
შედეგი:
·
ამოიცნობს, დაასახელებს და გამოსახავს ნამუშევარში ბუნებაში
არსებულ ფერებსა და ფორმებს;
·
ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და
მეწყვილესთან.
·
საკუთარი და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას განმარტავს,
თუ რას ასახავს ნამუშევარში.


პეიზაჟი
სასწავლო მიზანი: ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების,
წელიწადის დროებზე მსჯელობის, ნამუშევრებისთვის ფორმატის შერჩევის, საკუთარ/სხვის ნამუშევრებზე
აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რაც შემოდგომის
და გაზაფხულის დადგომისას შენიშნეს ბუნებაში. დაათვალიერეს საილუსტრაციო ნიმუშები(
ელენე ახვლედიანის და ვან გოგის პეიზაჟი), ვესაუბრე იმის შესახებ,რომ მხატვრები ხშირად ხატავენ ბუნების სურათებს. ასეთ ნამუშევრებს პეიზაჟს
უწოდებენ. ამის შემდეგ მოსწავლეები ეცნობიან დახეული ფერადი ქაღალდის ტექნიკით შექმნილ
ნამუშევარს და გამოთქვამენ მოსაზრებებს, თუ როგორ არის ეს ნამუშევარი შესრულებული-
რა მასალით , რა ხერხით. მოამზადეს რესურსი,
იმუშავეს წყვილებში, შექმნეს შემოდგომის ხე.
შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.
შედეგი:
·
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის
აპლიკაციას, კოლაჟს.
·
ამოიცნობს, ასახელებს და გამოსახავს ნამუშევარში ბუნებაში
არსებულ ფერებსა და ფორმებს.
·
ნამუშევარში ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს.
·
უზიარებს ამხანაგებს თავის მოსაზრებას წარმოდგენილი
ნამუშევრის შესახებ.


ქართული ხალხური საკრავი „წიკო-წიკო“
მიზანი: მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის, რიტმის დამახსოვრების
და გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება. საკრავების გაცნობა. მუსიკის მოსმენისას განწყობის პლასტიკით
გამოსახვა.
რესურსი: მოსწავლის წიგნი, აუდიო დისკი, „სათამაშო რვეული“.
მსვლელობა:მოსწავლეებმა იმღერეს ნასწავლი სიმღერები: „მზე შინა“, „ლალე“,
„თეთრი ჩოჩორი“.მათ ვუჩვენე „სათამაშო რვეულში“ პატარა გარმონის სურათი, დავურიგე ოთხკუთხა
ქაღალდები და ვთხოვე ჩემთან ერთად გაეკეთებინათ ქაღალდის „წიკო-წიკო“. შემდეგ კლასში
დაწყებული ქაღალდის „წიკო - წიკოს“ კეთება სახლში დაესრულებინათ, გაეკეთებინათ სახელურები
და ფერადი ფანქრებით მოეხატათ.
შედეგი:
·
მოსწავლე იხსენებს თავის საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებებს.
·
ჩამოთვლის ნაცნობ მუსიკალურ საკრავებს.
·
ამოიცნობს მათ ფორმის მიხედვით.
·
მუსიკალურ საკრავებთან
დაკავშირებით სვამს კითხვებს.
იხსენებს სად უნახია ესა თუ ის საკრავი

აქტივობა „ფერადი
სიტყვა“
მიზანი:
·
ხმოვნებისა
და თანხმოვნების დაჯგუფება;
·
ყურადღების
კონცეტრირება.
მოსწავლეები დავსვი წყვილებში
და წებოვან მერხზე დავულაგე ორი ფერს (წითელი და ლურჯი) ფანქარი და საწყის ეტაპზე მოსწავლეებს
ვუჩვენე ნახატი - თევზი და გამოწვევის მიზნით, დავსვი კითხვა: რა ჰქვია ამ საგანს?
რა იციან მის შესახებ? ბავშვებმა დაიწყეს მსჯელობა, გაიმართა მინი დისკუსია. დაახასიათეს
საგანი, დაასახელეს ასო-ბგერების რაოდენობა სიტყვაში, აგრეთვე რამდენია ხმოვაი და თანხმოვანი?
შემდეგ მივმართე მათ, რომ ფურცლებზე ფერადი ფანქრების დახმარებით დასახელებული სიტყვა
უნდა დაეწერათ ფერებით, მაგ.: თანხმოვანი ლურჯად, ხმოვანი კი წითლად, ან პირიქით.
მოსწავლეებმა დამოუკიდებელ
დავალებას კარგად გაართვეს თავი. ამის შემდეგ, გამოვაჩინე დაფაზე დამალული სიტყვა,
რომელიც ამ პრინციპით იყო შესრულებული, მოსწავლეები
ადარებდნენ და აფასებდნენ საკუთარ და ერთმანეთის ნამუშევრებს. იყო შეცდომებიც რამდენიმე
ბავშვის ნაშრომში, რაც ბუნებრივი მ ოვლენაა, ამიტომ ჩემი დახმარებით დაშვებული შეცდომები
გასწორდა კორექტულად, უმტკივნეულოდ.
ამ აქტივობის განხორციელება
ხელს უწყოს მოსწავლეთა ენობრივი, ასევე სოციალური, ზეპირმეტყველებისა და ყურადღების
კონცეტრირების უნარების განვითარებას.
„ვხატავთ“ პლასტილინით
აქტივობის მიზნები:
·
მოსწავლეებმა
შეძლონ პლასტილინისგან მარტივი ფორმების შექმნა;
·
შეეცადნ
დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად.
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.
აქტივობის დასაწყისში მოსწავლეებმა გაიხსენეს მთთვის ნაცნობი სხვადასხვა
ტიპის ხაზები და შესაძლებელია თუ არა ამ ხაზების შექმნა პლასტილინის საშუალებით.
მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთის მოსაზრებებს. ასევე, ყურადღებით
დაათვალიერეს სახელმძღვანელოში მოცემული ნიმუშები, კლასში იყო განსხვავებული მოსაზრებები,
მაგრამ უხსნიდნენ ერთმანეთს, თუ როგორ შეიძლებოდა პლასტილინით „ხატვა“. ამის შემდეგ,
გაამზადეს სამუშაო მასალა - პლასტილინი, დაფა და პლასმასის დანა. გავაცანი მოსწავლეებს
პლასტილინზე მუშაობის ტექნიკა და წესები.
ბავშვები შეუდგნენ გულდასმით მუშაობას და რამდენიმე წუთში მერხებზე დაალაგეს
ნამუშევრები ყვავილები,თოჯინები იხვენი ტბა.
კლასში მოეწყო გამოფენა და მოემზადნენ პრეზენტაციისთვის. ბავშვები ათვალიერებდნენ
ერთმანეთის ნამუშევრებს, აფასებდნენ, როგორც საკუთარს, ისე სხვებისას.
აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, თუ რამდენად საინტერესო
იყო მათთვის მოცემულ დავალებაზე მუშაობა.
ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოწავლეებში ძერვის მოტორული ჩვევების შემოქმედებითობის,
პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამოვლენასა და განვითარებას.


სასიამოვნო და კარგია
ReplyDelete